среда, 11 ноября 2009 г.

შიდსის პრობლემა საქართველოში

1. პროექტის სახელი :"შიდსის პრობლემა საქართველოში"

2.პროექტის მოკლე აღწერა ერთი ორი წინადადებით:რა ვიცით შიდსის შესახებ,რას ნიშნავს შიდსი, როგორია შიდსის ტატისტიკა საქართველოში.

3.პროექტის სრული აღწერა: არის გაურკვეველი საკითხები, რაღაც უცნობია: იცის თუ არა ახალგაზრდობამ რა არის შიდსი? როგორ დაიცვას შიდსისგან თავი, მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ როგორია შიდსის შესახებ ცოდნის დონე ახალგაზრდობაში . მოსწავლეები საკითხის გამოსარკვევად ქმნიან კითხვარს: რა იციან შიდსის შესახებ? რა იწვევს შიდსს? რატომ ვერ შველის შიდსით დაავადებულს ვაქცინაცია და რატომ შეიძლება შიდსით ავადმყოფი დაიღუპოს რომელიმე სხვა ყველაზე მსუბუქი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციისგან, რა გზით შეიძლება გადაეცეს შიდსი ინფიცირებული ადამიანიდან ჯანმრთელს? რა არის საჭირო ინფიცირების თავიდან ასაცილებლად? ამ კითხვარით გამოკითხვას ახდენენ ახალგაზრდობაში. მოსწავლეები შიდსის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახდენენ ისტის და ლიტერატურის გამოყენებით .

4.მონაწილეთა ასაკი:15 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივოგები კლასში:კლასი მუშაობს ლიტერატურით და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოსაძიებლად შიდსის შესახებ.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოხდება შეგროვილი ინფორმაციის კლასიფიცირება გამოკითხულთა პასუხების შინაარსის, გამოკითხულთა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის მიხედვით . მონაცემები ფორმდება ცხრილით ან დიაგრამის სახით.

8.სარგებელი სხვებისთვის:შიდსის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება: თუ დადგინდა, რომ მოსახლეობას არასწორი , არასრულფასოვანი წარმოდგენა აქვს შიდსის შესახებ,პროექტი შესაძლოა გაფართოვდეს და ახალი სახე მიიღოს, შესაძლებელია ბროშურის გამოშვება, სადაც განთავსდება შიდსის შესახებ მოძიებული ინფორმაცია რათა შევიტანოთ ახალგაზრდობაში შიდსის შესახებ გარკვეული ცოდნა, მაშასადამე გააკეთონ სხვისთვის სასარგებლო საქმე.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტი.

11.პროექტის ფალსიფიტატორი:მანანა დავითადძე

12.პროექტის ვებ/ გვერდი /ბლოგი: madavitadze.blogspot.com

13. E-Mail: madavitadze@gmail.com

პროექტის შეფასების რუბრიკა